“59 სინდისის პატიმარი, რომლებსაც დაეკისრათ არა მხოლოდ უსამართლო წინაპატიმრობის ცხრა თვე, არამედ პატიმრობის შემდეგ სასჯელი, რომელიც 2-6 წლამდე ითვლის. გარდა სინდისის პატიმრებისა, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, 80% პროევროპული პარტიების ლიდერები არიან დღეს ციხეში, რასაც დაემატა 4 ოქტომბრის შემდეგ დაპატიმრებული ადამიანები.
1 200 საჯარო მოხელე იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან ძირითადად იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს, ან ფეისბუქ პოსტებით გამოთქვეს პროევროპული ევროინტეგრაციის გზის მხარდაჭერა.
400-მა ჟურნალისტზე იძალადეს ამ დემონსტრაციების დროს, სადაც თვითონ იყვნენ მისული იმიტომ, რომ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. 20 რეგიონული და ონლაინ მედია დაიხურა ამ 1 წლის პერიოდში. ჯარიმებით ადამიანები არიან პრაქტიკულად დახრჩობილი, ეს ჯარიმები ითვლება ათასობით და ასი ათასობით ლარით და სრულიად შეუძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ამ ჯარიმების აწევა.
ეს წელი იყო სისტემური რეპრესიების, სისტემური ადამიანის უფლებების დარღვევის და შევიწროების წელი. ძალადობის, დაჭერების, ადამიანის ღირსების შელახვის, უსამართლობისა და ჯერ კიდევ მოწამვლის შესახებ დადგენილი ფაქტები გვჭირდება, მაგრამ ესეც ასრულებს ამ საშინელი წელის სურათს. ეს იყო სამარცხვინო წელი მათთვის, ვინც მართავს ქვეყანას და ცდილობს, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსოს ყველა თავისი მახასიათებლით ტიპურ რუსულ ტოტალიტარულ რეჟიმს.
თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე















