ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს ვიხილეთ, კოალიციური მმართველობის პირობებში ვერ იქნებოდა – უგულავა

ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი ადამიანის, ვინც ერთპიროვნულად მმართველობას მოინდომებს, იქნება ეს სააკაშვილი თუ ხვა პოლიტიკოსი.

ის ასევე გამოეხმაურა დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს და თქვა, რომ ეს ვერ მოხდებოდა კოალიციური მმართველობის პირობებში.

“ღრმად მწამს, რომ ეს ჯოჯოხეთი, რაც დღეს ვიხილეთ, ამ ქვეყნაში კოალიციური მმართველობის პირობებში ვერ იქნებოდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა თავგასული აღმასრულებელი ხელისუფლება. კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებას სჭირდება შიგნით. ნუ გვექნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც კეთილია და ის გააკეთებს, მეც გავფუჭდები და მე ეს გავლილი მაქვს და უკან დაბრუნებას არ ვაპირებ. გამარჯვებას მოიტანს მხოლოდ კოალიცია. კოალიციური მართვა ერთმანეთის დაბალანსებას ნიშნავს, მეტს არაფერს”,– განაცხადა მან TV კავკასიის ეთერში.