ეტლით მოსარგებლე მოქალაქე, დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს

ეტლით მოსარგებლე მოქალაქე, ოთო დარბაისელი დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შეუშვეს – ამის შესახებ, ოთო დარბაიშელი სოციალურ ქსელში წერს.

“120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ, შეიძლება, მე და ჩემს ეტლს ვერ გაგვიძლოს, არა კი მოვიმატე წონაში, მარა ასე ძაანაც არა მგონი, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის  ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.

ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand-ის ბარიდან, სადაც რომ შევედი, გამიხარდა, ელექტრო ლიფტი დამხვდა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე გამიცრუვდა იმედები – არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობსთქო, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო, მერე მენეჯერმა მაგით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო, ვერ მივხდი ყველა ასე ხელში აყვანილი დაყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ. სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა შშმ პირისთვის, ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება”, – წერს ის.