“ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა”- ეს განცხადება, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ საპატიმროს დატოვებს შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ექიმი აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოელოდა.
ძალიან მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს და როგორც იქნა შევედი და ვნახე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა იმაზე უფრო უარესს მოველოდი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეტყობა ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადაააჭარბა მოლოდინს.მე ველაპარაკე პრეზიდენტს, პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. განწყობა ძალიან მხნე აქვს, ძალიან გაუხარდა გუშინდელი აქცია, ამაზე მელაპარაკებოდა კარგი ხანი” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი