“ქართული ოცნება” თავის ტრადიციას არ ღალატობს. ამ პარტიისთვის დამახასიათებელია სიცრუე, ტყუილები და არასწორი ინტერპრეტაცია. ეუთო-ს რეზოლუცია უკვე მიღებულია, გვაქვს ტექსტი, რომელიც მალე გავრცელდება. არც ერთი მსგავსი შინაარსის სიტყვები არ წერია ამ რეზოლუციაში, რასაც ვითომ “ქართული ოცნება” აპროტესტებს. სამაგიეროდ, არის უმძიმესი ნაწილი, რომელიც “ქართული ოცნების” პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ეხება. კიდევ ერთხელ დაგმობილია ე.წ რუსული, აგენტების კანონი და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ანტიდასავლური ქმედებები ამ რეზოლუციაში ასახულია მკვეთრად უარყოფითი ფორმით.[…] როდესაც რეზოლუცია დგება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, უამრავი პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც თავიანთ წინადადებას სთავაზობს, მაგრამ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტსა და ტექსტში, რომელიც მიღებულია, არავითარი მსგავსი მოხსენიება ცხინვალის რეგიონის ან აფხაზეთის რაღაც სპეკულაციური კონტექსტით, რომელსაც “ქართული ოცნება” ავრცელებს, არ არის. “ქართული ოცნება” არ უშვებს შანსს, რომ თავს დაესხას დასავლეთს, ევროკავშირს და აშშ-ს. ეგონათ, რომ ამ რეზოლუციაში რაღაც ხელჩასაჭიდი იქნებოდა ისეთი, რომელიც კვლავ თავიანთ პრორუსულ იდეებს გააჟღერებდნენ, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. სამაგიეროდ, ამ რეზოლუციაში ძალიან მძიმე შეფასებები- “ქართული ოცნების” მმართველობის, მისი ანტიდასავლელი პოლიტიკის, დაგმობილია “რუსული კანონი” და მოუწოდებს, რომ გაიწვიოს ის”,
ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.