ოთხშაბათი, 8 იანვარი , 2025, 00:46

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. შესაბამის ინფორმაციას ის   X-ზე წერს.

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იქამდე, სანამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეობა მეტად ეფექტური იქნება.

ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი, რასაც ოპოზიციური პარტიების,   საერთაშორისო პარტნიორების, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა მოჰყვა.  ისინი აღნიშნავდნენ რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და “ქართულ ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

ამასთანავე, აშშ-ს რესპუბლიკელმა  კონგრესმენმა  და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, მოუწოდა კაუმას  არ ჩამოსლიყო თბილისში, რადგან “ოცნება” ამას ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებდა.

”მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის.”- განაცხადა უილსონმა.