ექიმების წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ, პირველი განცხადება გააკეთა და ექიმებს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამაგალითოდ იმუშავეს. მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული და მე არ შემიძლია, სათანადო მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯონსონმა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 5 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.