“უკვე ღიმილისმომგვრელია – ის სამედიცინო მუშაკები, რომლებიც სააკაშვილთან რაღაც ფორმით არიან დაკავშირებული, ყველაზე ხშირად მას უწუნებენ ფსიქიკას, ანუ აცხადებენ იმად, რაც საზოგადოებამ, პრინციპში, იცის სააკაშვილის შესახებ. მაგრამ ეს ღიმილისმომგვრელია, როდესაც მასთან დაკავშირებული ექიმები აკეთებენ ამას. ნუ, დაახლოებით კამოს ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ სააკაშვილთან მიმართებით, ასეთ მდგომარეობამდეა უკვე ის მისული. ეს არის სასოწარკვეთილების შედეგი, მას უნდა რამენაირად გამოვიდეს ციხიდან და ყველა ზომას მიმართავენ ამისთვის, თუმცა ეს ღიმილისმომგვრელია და მეტი არაფერი. რაც შეეხება გადაყვანას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია შესაბამის უწყებაზე”

ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე TV იმედის ეთერში.