ექიმთან ვიზიტისთვის გადმოსული ექთანი ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა

ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, გალელი ექთანი, რომელმაც გულის უკმარისობის ჩივილებით ენგურის ხიდი გადმოკვეთა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 16 მარტს მოხდა.  როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.