“ექიმმა მითხრა, რომ საჭიროა გასტროენტეროლოგის ჩართვა, სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო”- ამის შესახებ, უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას კვლავ არ აძლევენ. მისი თქმით, ექიმის, კონსილიუმის წევრის, ნინო შარაშენიძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გასტროენტეროლოგის ჩართვის აუცილებლობაზე შეატყობინა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო.
“ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ უარი მივიღეთ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა მზადდება ოფიციალური პასუხი და მიზეზი გვეცოდინება. მაგრამ, უკვე აქ ვართ და მინდა შევხვდე კოლონიის ხელმძღვანელს და დაწესებულების მთავარ ექიმს.
ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. იმის გათღვალისწინებით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე არ არსებობს შესაბამისი აღჭურვუილობა და ამისთვის პროფესიონალურად მომზადებული ექიმები”. – ამბობს ლუდმილა დენისოვა .
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა 15 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შეხვდა და მათთან საქართველოს ექსპრეზიდენტის პირადი უსაფრთხოების, წამებისგან დაცვის და მკურნალობის საკითხები განიხილა.