ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებმა ფრანს აუტომ და კავკასუს მოტორსმა 2021 წელს ბიუჯეტიდან 36 მილიონი ლარი მიიღეს.
კავკასუს მოტორსმა მხოლოდ ივნისის თვეში 35 მილიონი ლარის ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. მათივე ცნობით, სს ფრანს აუტომ 2021 წელს ტენდერების გზით 651 320 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვების სახით 507 192 ლარი.
“ორივე კომპანიის არაპირდაპირი მესაკუთრე ტარიელ ხეჩიკაშვილია, ხოლო ფრანს აუტოს მესაკუთრეებს შორის რუსეთის მოქალაქე და რუსეთში დაარსებული კომპანიაც არიან”,– აცხადებს ორგანიზაცია.