გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებმა გვიან ღამით მცხეთაში, არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ პროკურატურის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მათი ექსპერიმენტით დადასტურდა.
“ჩვენ ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექვსივე ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების დადგენილებაში არის სიცრუე. მე-6 ექსპერიმენტი, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა, ფაქტიურად, შეუძლებელი იყო და ვერ ჩატარდა, რადგან მონაწილე პირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა”, – ამბობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.