ევროპელი სოციალისტების წევრი დავით ზილფიმიანი ვახტან გომელაურს ექსპერიმენტს სთავაზობს, რომ აივანზე გავიდეს.
“მეგობრებო, აი, ახლა ყველამ შეგვიძლია 1 პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ნებისმიერი ჩვენგანი, შეიძლება იყოს ოპოზიცია, პარლამენტის მომსახურე პერსონალი, თქვენი ასისტენტები ბატონო მინისტრო, გადი ერთი წუთით “ბალკონზე”. მოისმენთ შეურაცხყოფებს, გინებებს, სხვადასხვა შეძახილებს – პროვოკაციებს. მოკლედ ეს არის პროვოკაცია, რომ უპასუხო. ამ წუთში შეგიძლიათ, შეამოწმოთ”,- ამბობს ზილფიმიანი.
მისი თქმით, ისინი “გარეთ დარჩენილი ოპოზიციის სახე არიან”.
“ახლა ერთი საკითხია, რომ ისინი არიან სახე დღევანდელი ნაცმოძრაობის კონგლომერატის. მეორე მხრივ, ისინი განასახიერებენ სრულად გარეთ დარჩენილ ოპოზიციას, რომლის დიდ ნაწილს პატივს ვცემ. მაინტერესებს, აქ რომ შემოვლენ, როგორ ახსნიან იმას, რომ ისინი მათი სახეებიც არიან.
რაც შეეხება მათ შეძახილებს მონობასთან დაკავშირებით, გასაგებია, ადამიანი მონაა იმისა, ვის დავალებებსაც ასრულებს. მითუმეტეს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დავალებებს ასრულებენ ესენი და ფულსაც მათგან იღებენ, მონები სხვაგან მოიკითხონ. ძალიან მიკვირს, რომ პოლიციის მანქანები დგანან მათგან 3 მეტრში და არც არაფერი. მე არ ვითხოვ დასჯას, სწორად გამიგეთ.
მე, როგორც პატრიოტს და როგორც ამ ქვეყნის მინისტრს, გეკითხებით, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას? ეს ხომ ძალიან რთულია მინისტრისთვის”,- მიმართა ზილფიმიანმა გომელაურს.