”დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ჩვენს ისტორიულ სურვილს, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი, კერძოდ, შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს NATO-ს ფარი. ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას. ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ.

მესმის, რომ ეს ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს… ყველა მეგობარი გვირჩევს, რომ არ არის საქართველოში ამ კანონის მიღების საჭიროება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება შეიკავებს თავს ამ კანონის მიღებისგან. [თუ მიიღეს], მაშინ მე თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ მერე, მეც აგენტი ვიქნები და ვეღარ ვილაპარაკებ”

ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით.