“რაც შეეხება ჯანმრთელობას, მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი სულ თავიდან, როცა ერთი თუ რამდენიმე დღის შემოსული იყო საპყრობილეში და მე ვნახე ის როგორი იყო ახალი, ჯანმრთელი, მე მინდა გითხრათ, რომ გარეგნულადაც ეტყობა მას ეს 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია თვითონ.

მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ეჭვებიც რომ არის რამდენად ის შიმშილობს თუ არ შიმშილობს, მე მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობ ადამიანმა სახე არ უნდა დაკარგოს, და უნდა შეინარჩუნოს აზროვნების უნარი, რაც მას შენარჩუნებული აქვს, აბსოლუტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია”.

თქვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილზე.