“ეჭვი არ მეპარება, სანქციებს ადრე თუ გვიან მაინც დაგვიწესებდნენ ” – განაცხადა, თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქციების ფონზე რუსული ეკონომიკის მხარდაჭერის სამთავრობო თათბირზე.
” ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს სანქციები ასე თუ ისე მაინც დაწესდებოდა, როგორც აწესებდნენ ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრ სანქციას, შეზღუდვას, ე.წ. კოკომოვის (კოორდინაციული კომიტეტის საექსპორტო კონტროლის) სიებს არ შეუწყვეტიათ მოქმედება, თუმცა საბჭოთა კავშირის მიმართებაში იყო დაწესებული. ისინი ასე მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის მიმართებაშიც, უსასრულოდ. მხოლოდ კმაყოფილად იღებდნენ ფულს ძველი სესხების სანაცვლოდ, რომლებსაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იღებდნენ. სანქციური ზეწოლა ყოველთვის არსებობდა.” – განაცხადა პუტინმა.