”ეჰ როგორ ვერ დაიჯერეთ, რომ ცოტაც და გარდაუვალი იყო ვადამდელი არჩევნები”- ამის შესახებ, “ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რითიც, არჩილ თალაკვაძის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციამ იჩქარა რადგან მმართველი გუნდი ჩამოშლას განაგრძობს და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იყო.
“არჩევნების შემდეგ გადადგნენ:
● პარტიის დაფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი
● პრემიერ-მინისტრი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია
● პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე
ეჰ, ოპოზიცია, ოპოზიცია…როგორ ვერ დაიჯერეთ, რომ ცოტაც და გარდაუვალი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.”- წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. „ქართული ოცნება“ პარლამენტის თვმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მისი ადგილი პარლამენტის დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე.