თბილისის მერიის განცხადებით, ხვალიდან ავტობუსის ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.
მერიის ცნობით, მასზე გადაადგილების შემთხვევაში კერძო სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება.
“როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, ხვალიდან საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება.