კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები და მეცნიერები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან ისინი, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება. მკვლევარების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მით ნაკლებია, რაც მეტია ამა თუ იმ ქვეყანაში ეგრედწოდებული ბეცეჟე–ს ვაქცინით აცრილი.
ჟურნალმა Science–მა დაწერა, რომ ნიდერლანდებში ამ კვირაში დაიწყება ბეცეჟე–თი რევაქცინაცია მოხალისეთა მონაწილეობით. ყველა მოხალისე მედიკოსია.
ჩვენთან ბეცეჟე–ს(BCG) სახელით ცნობილი აცრა Calmette-Guerin-ის ( ორი ფრანგი ვირუსოლოგის) შემოკლებული სახელწოდებაა.ეს არის ტუბერკულოზის შესუსტებული ჩხირის შტამი, რომელსაც ადამიანისთვის ვირულენტურობა დაკარგული აქვს.
კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფედ დაყვეს. ერთ ნაწილს ბეცეჟე–ს(BCG) –ს გაუკეთებენ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს, შემდეგ კი შედეგებს შეადარებენ.
იგივე პროტოკოლს იყენებენ მელბურნელი ვირუსოლოგები.
ბლუმბერგი წერს, რომ ვაქცინა, რომელიც ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენებოდა, მელბურნელ მედიკოსებს გადაეცათ იმის შესამოწმებლად, რამდენად წარმატებით იმუშავებს ის კორონავირუსის წინააღმდეგ.
ეს ვაქცინა ფართოდ გამოიყენებოდოა 100 წლის განმავლობაში და დროთა განმავლობაში მისი მოქმედების დადებითი შეფასებები სულ უფრო იზრდება. ეს არის არა მხოლოდ ჩვეულებლივი იმუნოთერაპია შარდის ბუშტის სიმსივნის ადრეული სტადიისთვის, არამედ ორგანიზმის პირველი რიგის იმუნური დაცვის გავარჯიშება ინფექციებთან უკეთ საბძროლველად.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ უშუალოდ Covid19-ის წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინასთან მინიმუმ ერთი წელი გვაშორებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მართლაც ამცირებს თუ არა BCG-ს ვაქცინა კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას და მოუწოდებს საერთაშორსო ჯგუფებს, ითანამშრომლონ ნიგელ კურტისის მკვლევართა ჯგუფთან, რომელიც მელბურნის მერდოკის ინსტიტუტში ინფექციური დაავადებების კვლევას ხელმძღვანელობს.
საავადმყოფოს პერსონალმა, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა ექვსთვიან ცდაში მონაწილეობაზე, კვლევაში ჯანდაცვის 4000 მუშაკი ჩართო , რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორშაბათიდან სეზონური გრიპის და ტუბერკულოზის ვაქცინით აიცრებიან.