“სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორისგულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა„–აცხადებს მეზვრიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშრებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
„ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალკვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
„ ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.