ე.წ. კანონიერი ქურდი მინდა გორაძე, იგივე „ლავასოღლი“, თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ადვოკატების და ქართული მხარის მოთხოვნის შემდეგ, გორაძე ჯერ საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თურქეთი დაატოვებინეს,თუმცა საქართველოს არ გადმოსცეს.
„ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა თურქეთის რესპუბლიკის მხარესთან. ან უნდა გაეშვა იგი ე.წ. მესამე ქვეყანაში, ან უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადიცია საქართველოში. ჩვენი მოთხოვნა არ იყო რომ აუცილებლად საქართველოში დაბრუნებულიყო, ჩვენ ვამბობდით, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელებულიყო მისი პროცესუალური საკითხები. არ მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და მოხდა უკვე მესამე ქვეყანაში გაშვება, რაც სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება. გათავისუფლება მოხდა იმ ფორმით, რომ თურქეთის რესპუბლიკამ დაატოვებინა ქვეყანა და გაუშვა სხვა სახელმწიფოში.“– ამბობს ლავასოღლის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.
ლავასოღლი ამჟამად ბელორუსში იმყოფება.