გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან – კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.