ე.წ. ქურდული გარჩევის საქმეზე დაკავებული 13 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გამოძიება დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობას,მხარდაჭერას და ე.წ. ქურდულ გარჩევაში მონაწილეობას ედავება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიან ღამით მიიღო.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომელიც დაკავებულებს ე.წ ქურდული სამყაროს წევრობას, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვას და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.დანაშაული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ე.წ კანონიერ ქურდს, ზაალ მახარობლიძეს, იგივე “გლეხოვიჩს“.