დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ხუდადოვის ქუჩაზე, საარჩევნო უბანთან “კაწრო” გამოჩნდა. მისი თქმით, კაწრომ “ძველი ბიჭები” გაამხნევა.
“ჩვენმა წარმომადგენელმა მოისმინა, რომ იქ, მე-5 საჯარო სკოლაში, ხუდადოვზე, არაერთხელ იყო ნახსენები კაწრო. კუკია ახლოს არის, სადაც მოღვაწეობს და საქმიანობს ბატონი კაწრო. იქ იყო კონცენტრირება ამ ქალბატონების, რომლებიც რამდენიმე NGO-ს სახელით, დავარქვათ ზონდერ-არასამთავრობოებისა და ე.წ. ძველი ბიჭების სახელით მოქმედებენ. ისინი აჩერებდნენ თითქმის ყველა ამომრჩეველს ჭიშკართან, ეკითხებოდნენ სახელს და გვარს, ამობილიზებდნენ ხალხს.
სადღაც 2-ის ნახევრისთვის იქ გამოჩნდა თავად ბატონი კაწრო. მოვიდა, მიესალმა, ამ დროს, ჩვენ უკვე გვყავდა გამოძახებული პატრული, რომელიც მოვიდა რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ. მოვიდა, იქ მყოფ პირებს მიესალმა და გავიდა, ხმა არ მისცა […] ალბათ, პირადად გამოჩნდა, რომ გაემხნევებინა ის ხალხი, ვინც იქ მუშაობს.” – ამბობს ანა დოლიძე მთავართან ინტერვიუში.
ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად კაწრო, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის შვილთან დაახლოებული პირია.