ვაგნერის შტაბბინაზე იერიში მივიტანეთ, იქ მყოფთა უმრავლესობა მოკვდა – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის შტაბბინაზე რასაც, მისივე თქმით, მრავალი მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“პატარა აფეთქება ჰქონდათ, სადაც ვაგნერის შტაბბინები მდებარეობდა. იქ მყოფთა დიდი ნაწილი მოკვდა”. – თქვა გაიდაიმ უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრის დროს.

გაიდაის არ დაუზუსტებია მსხვერპლის რიცხვი, თუმცა, მისი თქმით, მათ, ვინც იერიშს გადაურჩნენ, საჭირო სამედიცინო საშუალებები არ აქვთ.

“დარწმუნებული ვარ, რომ გადარჩენილთა 50% მოკვდება, სანამ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, რადგან ლუგანსკის რეგიონშიც კი, მათ მოპარული აღჭურვილობა აქვთ”. – თქვა გაიდაიმ.