ვაგნერს არ გააჩნია საკმარისი ძალა, რომ პოლონეთს საფრთხე შეუქმნას – უკრაინის დაზვერვა

ვაგნერს არ გააჩნია საკმარისი ძალა, რომ პოლონეთს საფრთხე შეუქმნას – ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი აცხადებს.

“ვაგნერელთა ჯგუფს არ გააჩნია საკმარისი ძალა და საშუალება, რომ რეალურად, საფრთხე შეუქმნას პოლონეთს”, – თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

გუშინ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლებს “დასავლეთით უნდათ წასვლა”. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.