ევროპის სახალხო პარტია აცხადებს, რომ საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება.
მათი თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა განიხილებოდეს.
“სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.
საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა განიხილებოდეს მდომარეობიდან გამოსვლის გზად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.