“მოვითხოვეთ ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ, რბილად რომ ვთქვათ საინტერესო სურათი.
მავანს რომ ვუსმინოთ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერი ბიძინას აწყობს – მოქმედებაც და უმოქმედობაც, ბრძოლაც და დანებებაც, არჩევნების მოთხოვნაც და არჩევნებს დალოდებაც.
ანუ, რას გვეუბნებიან? პირდაპირ წახვალ? დაიღუპები. მარცხნივ წახვალ? – დაიღუპები. მარჯვნივ წახვალ – დაიღუპები. ანუ ყველგან დაიღუპებიო.
არადა ახლა არის სიტუაცია, როდესაც დალოდება არის საქართველოს ევროპული მომავლის დაღუპვა!
თან 2024-მდე რას უცდითო და თან რა დროს ვადამდელიაო, თან ბიძინა უძლეველიაო და თან იბრძოლეთო, თან დროზე პარლამენტიდან გამოდითო და თან ვადამდელი ბიძინას აწყობსო…
ვადამდელი არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი!
2024 წელს დალოდება აწყობს სწორედ რუსულ ოცნებას. მათ ზუსტად იციან, რომ 2024 წლამდე კიდევ ასი ათასობით ქართველი დატოვებს საქართველოს. ეს ასობით ათასი ქართველი კი სწორედ საქართველოში არსებული სიტუაციით უკმაყოფილო და შესაბამისად ოპოზიციურად განწყობილია.
მე მაქვს პირველ რიგში ქართველი ხალხის რაციონალური არჩევანის, შემდეგ კი საკუთარი გუნდისა და საკუთარი თავის იმედი.
ვიბრძოლებთ ვისაც გვჯერა გამარჯვების და დაგარწმუნებთ ყველას, ვისაც გამარჯვება სურს”
აცხადებს ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია.