მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისი პარტიისთვის ვადამდელი არჩევნები ხელსაყრელი იქნება.
მისივე განცხადებით, ის და ალეკო ელისაშვილი ამისთვის პარლამენტში საარჩევნო გარემოს ამზადებენ.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხელსაყრელი იქნება [ვადამდელი არჩევნები]. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ვადამდელის წინააღმდეგი. თუ იქნება ვადამდელი არჩევნები, კიბატონო, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. მე მგონია, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის რაც უნდა გაკეთდეს მთავარი, იმას ვაკეთებთ ახლა ჩვენ. ვამზადებთ საარჩევნო გარემოს, სადაც სამართლიანი ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ არ იქნება სამართლიან გარემოში ჩატარებული, არ ექნება ნდობა, ზუსტად იგივე განმეორდება, რაც ახლა ხდება”,– ამბობს იოსელიანი ტვ პირველის ეთერში.