ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება არის ამ ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევა, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, განაცხადა.
„ჯიუტად დააჯერეს, რომ სხვა ამ ქვეყანაში არაფერი არ არის, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს არ მოითხოვ პოლიტიკურად ხარ ამორალური, სამშობლოს მოღალატე, უვარგისი მოქალაქე. ყველაფერი ცუდი დაუკავშირეს იმას, ვინც ამას არ ითხოვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირიქით არის, რომ ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება არის ამ ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევა, ამ ქვეყნის ინტერესების ღალატი. როდესაც მეორე მხარეს გიდევს შესაძლებლობა სისტემური რეფორმები გაატარო საარჩევნო სისტემაში, პროკურატურის და სასამართლო სისტემებში. არ მოგწონს სასამართლოზე შემოთავაზებული პაკეტი? – მოდი, ამაზე ვიკამათოთ. მათთან ერთად ვიბრძოლებ და ვიკამათებ, რომ უკეთესი პაკეტი იყოს და ა.შ. რაც ქვეყანას წინ წაიყვანს მზად ვარ, იმ დღის წესრიგში მათთან ერთად ვიჯდე და ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი გამოვართვა“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.