“ვილნიუსის სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს უარი სწორედ ამის გამო, რომ მან რუსული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა უარი თანამედროვე შეიარაღების მიღებაზე. ეს არ არის რიგითი საკითხი ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს ღარიბაშვილმაც და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემაც, რომელიც მულტიმილიონერი გახდა ამასობაში…
გამოდი და დაგვიდასტურე, რომ ამას არ ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ თქვენ უარი თქვით საქართველოსთვის საოცარი მნიშვნელობის შესაძლებლობაზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვადასტურებ ამ ინფორმაციის სიმართლეს და არაერთ შეხვედრაზე ჩვენთან მინიშნებებით იყო საუბარი და ბევრ დახურულ კონტაქტებში”
აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე.