“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – პირველი გამოხმაურება სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე

ფოტო: რადიო თავისუფლება

“ვადასტურებ რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და ონიანს შორის შედგა” – “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ნიკა გვარამიას მიერ წაკითხულ, სუს-ის საიდუმლო ჩანაწერებს GDI-ის იურისტი გიორგი მშვენიერაძე ეხმაურება.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და გიორგი ონიანს შორის ნამდვილად შედგა. ანუ, ჩვენს საუბარს აყურადებდნენ” -წერს მშვენიერაძე.