საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობს ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია”.
სააკაშვილი ადასტურებს, რომ ნამდვილად შეეხო მისი მთავრობა ყველა ოჯახს და მათ აღარ უწევდათ ქრთამის გადახდა, გაუჩნდათ შუქი და თვალებში გამოიხედეს.
“მე მინდა დავადასტურო, რომ მართლაც ჩემი მთავრობა და არა რეჟიმი შეეხო თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულმა ოჯახმა იგრძნო ის რომ არ ჰქონდა შუქი, გაუჩნდა შუქი, იყო სიღარიბეში და გამოიხედა თვალებში, იყო ყველგან კორუფცია და აღარავინ ართმევდა ქრთამს, უნივერსიტეტში ხვდებოდნენ მათი შვილები ქრთამით და მერე მოეწყო ნიჭით და თავისი ცოდნის მიხედვით. ყველა ქართულმა ოჯახმა იგრძნო, რომ დაიწყო საქართველომ ევროპისკენ სვლა, იმიტომ უვიზო მიმოსვლას ჩავუყარეთ საფუძველი 2008 წლის შემდეგ. ყველა ქართველმა ოჯახმა იგრძნო და მომავალშიც უნდა იგრძნოს, რომ მთავრობა მათთან არის კავშირში”, – ამბობს სააკაშვილი ტვ პირველთან ინტერვიუში.