ვადა ამოიწურა, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი! – მელია

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

“პირველი ბრალდებული ვარ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი სისულელე მანამდე არ გაუკეთებიათ, როდესაც გირაო გადახდილი მაქვს, მაგრამ მის გადახდას კვლავ მთხოვენ. გადახდილი მაქვს 30 ათასი ლარი გირაო, მეორეჯერ მომთხოვენ 40 ათასს, ხვალ 100–ს მეტყვიან, მაზეგ 150–ს, მერე მეტყვიან, სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო? არ დავემორჩილები! ვადა ამოიწურა, მე უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი! იმიტომ რომ როგორც არასდროს, ვარ მართალი”,– აცხადებს ის.

მელიას თქმით, მისი გასამართლებით ხელისუფლება თავისუფლების იდეას ასამართლებს.

ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.