სად იმყოფებოდა ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებული სამხედრო – ის პოლიციამ იპოვა

შსს–მ ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე იპოვა. Ipn-ის ინფორმაციით, ჯარისკაცი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.

სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურე, თეიმურაზ გიუნაშვილი 22 დეკემბერს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო.

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს.