ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე, 3 დღით, 11:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. ინფორმაციას ამის შესახებ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 26, 27 და 28 ივლისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.