ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.

ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.