ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვაზისუბანში ძაღლის მოკვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში, მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით,  ქუჩაში კაცმა ძაღლი, ბავშვების თანდასწრებით,  ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

“მკვლელებით დასახლებული ქალაქი !!!
ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან ამოიღო ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!

საჩივარი შეტანილია და გთხოვთ, ყველამ გააზიარეთ აქტიურად რომ გამოხმაურება ქონდეს და ერთხელ მაინც დაისაჯოს ვინმე ამ სისასტიკისთვის!” – დაწერა მოქალაქემ სოციალურ ქსელში.