თბილისში, ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი 11- ე სართულზე გაჩნდა.
ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, რომლებმაც სამაშველო გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. მაშველებმა ადგილზე ორი ცხედარი ნახეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.