მსახიობის, ნატალია ყიფშიძის მიერ TV პირველის პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე საჯაროდ აკრიტიკებს.
ნატალია ყიფშიძე, რუსული კანონის საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს, ამ თემასთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია, გადაცემა “რეაქციაშიც” დააფიქსირა, რომელზეც ზურა ყიფშიძემ ასეთი კომენტარი გაუკეთა:
- „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა გაერკვიეთ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები!? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე ვინ დაგაბოლათ? ნაღვლიანად ვარ! სამწუხაროა!“
ბაბუის კომენტარს იქვე გამოეხმაურა ნატალია ყიფშიძეც: „მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები, მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად.“