ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ ის არასდროს გაიღო – კულება

”ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ ის არასდროს გაიღო” – ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, Twitter-ზე წერს.

”უკრაინამ უარი თქვა ბირთვულ იარაღზე მსოფლიოს მშვიდობისთვის. მას შემდეგ ვაკაკუნებთ NATO-ს კარზე, მაგრამ ის არასდროს გაიღო. უსაფრთხოების ვაკუუმმა რუსული აგრესია გამოიწვია. მსოფლიო ვალდებულია, უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ, უსაფრთხოების რა გარანტიებისთვის არიან ისინი მზად.” – წერს კულება.