ვაკეში ბიზნესმენის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

დაკავებულია პირი, რომელმაც ვაკეში ბიზნესმენი ტატო გურგენიძე დაჭრა.

შემთხვევა გუშინ, მზიურის პარკის მიმდებარედ, იურიდიულ ფირმასთან მოხდა.

38 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ფეხში დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.