ვაკეში რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენი, რომ ჩემი გვარიც მიაყოლა – ხოშტარია

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვაკეში ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ ამომრჩეველს 2 ნომრის შემოხაზვის საშუალება არ აქვს.

“ვაკეში 54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა. ვითომ არ ვარ”,- წერს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და შესაბამის ფოტოს ფოტოს აქვეყნებს.