ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვაკის კორტებთან მკვლელობა მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.