პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ნატოს ყველა ვალდებულებას ასრულებს.
„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მიღწეული პროგრესი და ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, იმას რაც განსაზღვრულია წინა ნატოს დეკლარაციებში, თუ მიღებულ შეთანხმებებში. ყველა შეთანხმებასა და ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ბრიუსელში ნატო-ს სამიტი ხვალ, 14 ივნისს გაიმართება.