ქართული ოცნების დეპუტატი ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უარი არა დასავლეთს, არამედ 19 აპრილის შეთანხმებას უთხრა.
მისივე განცხადებით, მმართველი პარტია ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებს “ალბათ შეასრულებს”.
“ეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ იყო. გუნდმა გადაწყვიტა, რომ ცალ კარში თამაში არ შეიძლება და იმიტომ. მთელი ამ ხელშეკრულების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური სიმშვიდე ყოფილიყო ქვეყანაში. ნაციონალურ მოძრაობას ეს არ უნდა. დასავლეთისთვის არ უთქვამს უარი ქართულ ოცნებას, უარი უთხრა ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას. [ვალდებულებებს] შევასრულებთ, ალბათ”,– თქვა მან მთავარ არხთან საუბრისას.