საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სუს-თან პიანინოზე დაუკრა

საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა ოპოზიციიდან, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პიანინოზე დაუკრა.

“ვამოწმებ სუსის სმენას”,– წერს ყურუა და ვიდეოს აქვეყნებს:

https://www.facebook.com/106037804562467/videos/400309495012609

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელშიც სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა პროფესიის ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებია თავმოყრილი. კრებსებში საუბარია მაღალი სასულიერო იერარქების კავშირებზე, ბიზნესინტერესებზე, რუსეთთან კავშირზე, სექსუალურ ურთიერთობაზე და ა.შ.