ვანდალური ფაქტები დასჯადი ხდება – თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს წარუდგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით ვანდალიზმის ფაქტის გამო მოქალაქე პირველ ჯერზე 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეები 500 ლარით დაჯარიმდებიან ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრებათ.
“მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში განთავსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით”, – თქვა კახი კალაძემ.