საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნულია, რომ 10-11 იანვარს სამების ტაძარში მედიის წარმომადგნლების შესვლა შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე იზღუდება.
“გუშინ [9 იანვარს] სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.