ვანის მერის მოადგილე კორონავირუსით გარდაიცვალა

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გონერ მეფარიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ის მკურნალობის კურსს თბილისში, სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. გარდაცვლილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.